Werkraum-ი GEclose2EU-ს პროექტის მონაწილე გახდა
17 05 2021

Werkraum-ი GEclose2EU-ს პროექტის მონაწილე გახდა

Werkraum Design Architecture-ი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინიციატივის, GEclose2EU პროგრამის მონაწილედ შეირჩა, რომელიც ქართული მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, სტუდიის გუნდმა მონაწილეობა მიიღო სტოკჰოლმის დიზაინის კვირეულში (Stockholm Design Week), დაესწრო პროფესიულ ლექციათა ციკლს, აგრეთვე ეწვია ადგილობრივ არქიტექტურულ სტუდიებს, რომლებმაც არქიტექტურისა თუ ურბანული დაგეგმარების მიმართულებით საკუთარი გამოცდილება გააზიარეს.

გააზიარე სტატია
Facebook LinkedIn Pinterest X WhatsApp Telegram