
Werkraum Design Architecture-ს ლუქსემბურგში, ეშ-სურ-ალზეტში (Esch-sur-Alzette) მდებარე ახალი სასკოლო კამპუსის არქიტექტურულ კონკურსში პირველი ადგილი მიენიჭა. პროექტი მომზადდა ადგილობრივ არქიტექტურულ და ურბანულ სტუდიასთან, Witry & Witry Architecture Urbanisme-სთან კოლაბორაციით.
5,000 კვ.მ ფართობის კომპლექსი ერთიან სივრცეში აერთიანებს სკოლას, საბავშვო ბაღს, ბაგასა და სპორტულ დარბაზს. მომიჯნავედ მდებარე ხანდაზმულთა საცხოვრებელი კომპლექსის გათვალისწინებით, პროექტი ითვალისწინებს ვრცელი მწვანე ზონისა და ხელოვნური ტბის მოწყობას, რაც სკოლასა და ხანდაზმულთა საზოგადოებას შორის დამაკავშირებელ, ერთიან სივრცეს ქმნის.