წავკისის ველი

ლოკაცია:
თბილისი, საქართველო
წელი:
2023
სტატუსი:
OnGoing
ტიპოლოგია:
საცხოვრებელი
ფართობი:
440 m²
წავკისის ველი

წავკისის ველზე, მკვეთრად დახრილ რელიეფზე მდებარე კერძო რეზიდენცია ინვერსიული სივრცითი ორგანიზაციით ხასიათდება. ნაკვეთის ზედა ნიშნულზე განთავსებული შესასვლელი განაპირობებს მოცულობების კასკადურ განვითარებას, რაც თითოეული სართულისთვის ლანდშაფტთან უშუალო კავშირის შენარჩუნების საშუალებას იძლევა.

წავკისის ველი
წავკისის ველი

შენობის არქიტექტურა ეფუძნება ტექტონიკურ კონტრასტს ორ ძირითად მასალას შორის: დაუმუშავებელი ბეტონი სტრუქტურას რელიეფში აანკერებს, ხოლო ხით მოპირკეთებული ზედა მოცულობა ვიზუალურად მსუბუქ, დამოუკი

წავკისის ველი

ფასადზე გამოყენებული ხის ვერტიკალური ელემენტები ზედა დონეს ერთიანობასა და მკაფიო გეომეტრიულ ხასიათს სძენს.

ქვედა სართული სრულად იხსნება პანორამული ვიტრაჟებით, სადაც მოძრავი მინის კედლები შიდა სივრცესა და ბუნებას შორის ზღვარს შლის.

ორმაგი სინათლის მქონე ცენტრალური ჰოლი ქვედა ზონას ზედა, კერძო სართულთან აკავშირებს.

წავკისის ველი

ფართო გადახურული ტერასები და დაკიდებული ბუხრები საცხოვრებელ სივრცეს გარეთ აგრძელებს და ორგანულად უკავშირებს ეზოსა და „ინფინიტი“ ტიპის აუზს.

გააზიარე პროექტი
Facebook LinkedIn Pinterest X WhatsApp Telegram