სასტუმრო "გრადუსი"

ლოკაცია:
გუდაური, საქართველო
წელი:
2019
სტატუსი:
OnGoing
ტიპოლოგია:
საჯარო, ურბანული
ფართობი:
10000 m²
სასტუმრო "გრადუსი"

სასტუმრო „გრადუსი“ გუდაურში, საბაგიროს ქვედა სადგურთან მდებარე ორ მომიჯნავე ნაკვეთზეა განთავსებული. რელიეფის მკვეთრი დახრილობა საპროექტო დაგეგმარების მთავარ გამოწვევას წარმოადგენდა, თუმცა, ამავდროულად, საუკეთესო პანორამული ხედების გამოყენების შესაძლებლობა მოგვცა. არქიტექტურული კონცეფციის მიზანი იყო მასშტაბური შერეული ტიპის განაშენიანების ორგანული ინტეგრირება მთის ლანდშაფტში და კურორტისთვის დამახასიათებელი დაბალსართულიანი განაშენიანების შენარჩუნება.

სასტუმრო "გრადუსი"
სასტუმრო "გრადუსი"

შენობა ორ ურთიერთდაკავშირებულ მოცულობაზეა გადანაწილებული: ზედა ნაკვეთზე განთავსებულია ბუტიკ-სასტუმრო, ხოლო ქვედაზე — საცხოვრებელი ბლოკები. ორივე შენობა ვერტიკალური ცირკულაციის ერთიანი სისტემით არის დაკავშირებული. სტრუქტურა კასკადურად მიჰყვება ფერდობს, რაც უზრუნველყოფს მოცულობების რელიეფში ბუნებრივ ჩაწერას და თავიდან აცილებს გარემოს ვიზუალურ გადატვირთვას.

სასტუმრო "გრადუსი"

არქიტექტურული კომპოზიცია სამი განსხვავებული ტიპის მოცულობის კონტრასტზეა აგებული. ზედა ნაწილი ხასიათდება დახრილი სახურავებითა და ფასადის ვერტიკალური დანაწევრებით, რაც შენობის მასშტაბს ვიზუალურად ამცირებს.

შუა ზონა გამოირჩევა შუშის ვიტრაჟებითა და მკვეთრად დახრილი გადახურვით, რომელიც თითქოს მოპირკეთებული ბაზისის თავზეა შეკიდული.

ქვედა შენობის სახურავი დამატებით ფუნქციას იძენს და გამოყენებულია სარეკრეაციო ტერასად. ერთობლიობაში, ეს მრავალშრიანი კომპოზიცია ალპურ ლანდშაფტს ესადაგება და ფუნქციურად მრავალფეროვან პროგრამას აერთიანებს.

სასტუმრო "გრადუსი"



გააზიარე პროექტი
Facebook LinkedIn Pinterest X WhatsApp Telegram